აშშ-ს მთავრობასთან არსებულმა ”მაუწყებლობის მმართველთა საბჭომ” (BBG) მიიღო გადაწყვეტილება შეამოწმოს ”რადიო თავისუფლება”-ს რუსული რედაქცია, მას შემდეგ რაც მან ავტორიტეტული უფლებადამცავი და კვლევითი ორგანიზაციის, Freedom House-ს მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. დასავლური მედიის ინფორმაციით, Freedom House-ს პრეზიდენტმა დევიდ კრამერმა, საბჭოს დისკუსიაზე განაცხადა, რომ ”რადიო თავისუფლებას” რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივენ კორნმა დააზარალა მედია ისე, როგორც ამას ვერ მოახერხებდა ”თავად პუტინი ან ძველი КГБ ”.
კომისიამ გამოხატა შეშფოთება საიტის მნახველთა 50%-ით კლებასთან დაკავშირებით. სექტემბერში ”რადიო თავისუფლებას” რუსულ ოფისში მასობრივი გათავისუფლებები დაიწყო, გათავისუფლებულთა შორის რუსი უფლებადამცავებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში რუსეთში ადამიანის უფლებებს იცავდნენ. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მომავალი ექვსი თვის განმავლობაში შეამოწმოს ”რადიო თავისუფლებას” რუსული სამსახური.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება, აშშ-ის კონგრესის მიერ დაფინანსებული რადიოსადგურია, რომელიც ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მაუწყებლობს. მას აქვს ვებ გამოცემებიც. მედიის მიზანია გაავრცელოს ახალი ამბები და ანალიტიკური გადაცემები იმ ქვეყნებში, სადაც „ინფორმაციის მიღების თავისუფლება სრულად არაა უზრუნველყოფილი, ან შეზღუდულია მთავრობის მიერ“. რადიოსადგური დაარსდა 1949 წელს, როგორც ანტი-კომუნისტური ინფორმაციის წყარო ცივი ომის დროს.




