თავდაცვის სამინისტრო

ირაკლი ალასანიას ახალი მოადგილეები ზაზა ბროლაძე და თამარ ქაროსანიძე იქნებიან

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ორი ახალი მოადგილე წარადგინა: სამინისტროში განათლებისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებს თამარ ქაროსანიძე უხელმძღვანელებს, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების სფეროს კურირებას ზაზა ბროლაძე გაუწევს.

 თამარ ქაროსანიძე  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი და ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" გამგეობის წევრი იყო. ზაზა ბროლაძე კი, საჯარო სამსახურში მუშაობდა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.

"ის კურატორობას გაუწევს შესყიდვების სისტემას - ეს არის ის სისტემა, რომელიც ყველაზე დიდ კითხვებს ბადებს საზოგადოებაში. აღარ იქნება ჩვენს სისტემაში ისეთი ფარული შესყიდვები, როგორიც იყო აქამდე განხორციელებული", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

ირაკლი ალასანიამ 31 ოქტომბერს წარადგინა თავისი სამი მოადგილე. ესენი არიან: ლევან დოლიძე (თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი), ალექსანდრე ბურჭულაძე (კურირებს ფინანსურ მიმართულებას), ირაკლი გეგეჭკორი (კურირებს თავდაცვის უსაფრთხოების საკითხებს).

 

კომენტარები