მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი უკვე შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკის. 

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ბრონისლავ კომოროვსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი კვლავინდებურად მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. 

შეხვედრის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოგვიანებით გაავრცელებს. 

კომენტარები