თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტს გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის კანდიდატურა წარუდგინა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალი კანდიდატურა, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე წარუდგინა. 
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კანდიდატურის შერჩევა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების შედეგად მოხდა. 
როგორც ცნობილია, ირაკლი ალასანიამ პოლკოვნიკ ძნელაძეს უკვე მისცა პირველი დავალება – NATO-ს სამხედრო კომისიის სხდომის მომზადება. 
პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს. 

კომენტარები