შსს

ვანო მერაბიშვილის დაკითხვა დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ვანო მერაბიშვილის დაკითხვა დასრულდა. ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა შსს–ს შენობა უკვე დატოვა. 

"სიმბოლური იყო ჩემი ყოფნა პოლიციაში. სიამაყით მევსება გული როდესაც პატრულს ვხედავ. დასანანია, რომ ივანიშვილი ცდილობს პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო  ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიულ მანქანად გამოიყენოს," - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. 

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი  დაკითხვაზე დღეს 18:00 საათზე დაიბარეს, მას შემდეგ, რაც შსს–მ გაავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ­ლის თა­ნახ­მად ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ცდი­ლობ­და სა­ხელ­მწი­ფო საზ­ღვის გა­დაკ­ვე­თას. თავად მერაბიშვილმა დღეს გამართულ  პრესკონფერენციაზე ამ ინფორმაციას აბსურდული უწოდა. 

 

კომენტარები