შსს

ვანო მერაბიშვილს ყალბი პასპორტის გამოყენების გამო დაკითხვაზე იბარებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით ყოფილ პრემიერმინისტრს ვანო მერაბიშვლს, დღეს, 1 დეკემბერს, დაკითხვაზე გამოიძახებენ.
მერაბიშვილს დაკითხვაზე ყალბი დოკუმენტის გამოყენებასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის გამო იბარებენ.
შსს–ს პრესსპიკერი ნინო გიორგობიანის აცხადებს, რომ 30 ნოემბერს მერაბიშვილი სახელმწიფიო დელეგაციის შემადგენლობასთან ერთად ყალბი პასპორტის გამოყენებით ცდილობდა საზღვის გადაკვეთას და ქალაქ ერევანში გამგზავრებას.  
„საპასპორტი კონტროლის გავლის დროს, საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი, რომელიც სინამდვილეში გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე.  ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით,“ – აცხადებს გიორგობიანი. 
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე  თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის მიერ, დაიწყო გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანანონდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე.
როგორც გიორგობიანი ამბობს, იმის გამო რომ არ შეფერხებულიყო სახელმწიფო ვიზიტი და დელეგაციას არ შექმნოდა პრობლემა, ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებლივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელებულა.
იმავე საღამოს, 23 საათზე უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად, დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. რის გამოც, მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა.
გიორგობიანის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი დღეს გამოძახებული და დაკითხული იქნება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. 

კომენტარები