ეკა ბესელია

ბესელია: პოლიტპატიმრად აღიარებულ პირს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ექნება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პოლიტპატიმრებად აღიარებულ პირებს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ექნებათ. მისი თქმით, როცა დადგინდება, რომ პირები უსამართლოდ იხდიდნენ სასჯელს, მათ რეაბილიტაციის მოთხოვნისა და მიღების უფლება ექნებათ. 

ამასთან, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე დღეს დამატებით კიდევ იმ პირთა ვინაობა გახდება ცნობილი, რომლებსაც პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სტატუსი მიენიჭებათ. 

მანამდე შესწავლილი საქმეებიდან კი, პარლამენტი პოლიტპატიმრის სტატუსს 186-ს, პოლიტდევნილის კი - 22 პირს ანიჭებს.
პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა საბოლოო სია და დადგენილების პროექტი პარლამენტს 5 დეკემბერს წარედგინება. 

კომენტარები