პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე ტარიფების დაწევის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფასების დაწევა 10%-ით იქნება შესაძლებელი.
"ტარიფებზე მუშაობა გრძელდება. ჩვენ პროგრამაში არ გვეწერა, რომ ტარიფები განახევრდებოდა, თუმცა ცალკეულ საუბრებში ამაზე ვლაპარაკობდით და შეიძლება გადაჭარბებულადაც. ვფიქრობ, რომ მინიმუმ 10%-ით მაინც მოვახერხებთ ტარიფების დაწევას, თუმცა განახევრებაზე საუბარი არაა", - აღნიშნა ივანიშვილმა.




