შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავარ პროკურატურას ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ მასალებს უგზავნის. შსს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა აღნიშნა, რომ საქმე ეხება ვანო მერაბიშვილის მხრიდან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას. გიორგობიანის თქმით, 2006 წლის 13 მარტის ბრძანებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დათა ახალია და გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე დროებით გათავისუფლდნენ სამსახურიდან, რათა დაკმაყოფილებულიყო საზოგადოების მოთხოვნა.
გიორგობიანის განცხადებით მიუხედავად ამისა, ახალაია და სანოძე 2 წლის განმავლობაში შეუზღუდავად ხელმძღვანელობდნენ შესაბამის დეპარტამენტებს. მათ ხელი მიუწვდებოდა საიდუმლო ინფორმაციასთან და დოკუმენტებთან. გიორგობიანის თქმით - ”ისინი გეგმავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ოპერატიულ საგამოძიებო, აგენტურ და სხვა ხასიათის სპეციალურ ღონისძიებებს",
2008 წელს ვანო მერაბიშვილის ბრძანებით ახალიას და სანოძეს აღუდგათ უფლებამოსილება. გიორგობიანის თქმით საქმე სავარაუდოდ შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს.




