სააპელაციო სასამართლო

შსს-ს დაკავებული 10 მაღალჩინოსნიდან 4 გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულია

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოდ-ისა და კუდ-ის ათი მაღალჩინოსნიდან ოთხი ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

მოსამართლე გელა ბადრიაშვილის გადაწყვეტილებით, წინასწარ პატიმრობაში მყოფ გიორგი ჯავახაძეს 10 000-ლარიანი გირაო დაეკისრა, გიორგი ყავლაშვილს - 15 000 ლარი, ვასილ ჯამალაშვილს 3 000 ლარი, ავთანდილ სოლომნიშვილს - 5 000 ლარი.

18 წლის ვასილ ჯამალაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ადვოკატი ითხოვდა, ჯამალაშვილს გირაოს სახით 2 000 ლარი დაჰკისრებოდა, ვინაიდან ოჯახს მეტის გადახდის საშუალება არ აქვს, თუმცა, მას 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

არ დაკმაყოფილდა ლევან ქარდავას, ზაალ მაისურაძის, ელმანოზ ებანოიძის, ალექსანდრე ბოცვაძის, ვახტანგ ბოჭორიშვილისა და ბექა კვარაცხელიას სააპელაციო საჩივრები.

 

კომენტარები