ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია ავღანეთს ეწვევა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში გაემგზავრება. ჟურნალისტებთან საუბრისას, მან განაცხადა, რომ ქართველ ჯარისკაცებს მოინახულებს და ადგილზე გაეცნობა სიტუაციას. 

"პირადად მინდა ადგილზე გავეცნო, რა პირობებში იმყოფებიან ჩვენი ჯარისკაცები, რა უჭირთ, რა ულხინთ. ასევე, მექნება ორმხრივი შეხვედრები ავღანეთის ხელისუფლებასთან. ჩვენთვის ავღანეთის ხელისუფლების დახმარება, რომ ისინი ფეხზე დადგნენ და თავად შეძლონ საკუთარი უსაფრთხოების დაცვა, რათა მოვახერხოთ ჩვენი ჯარების სწარაფად დაბრუნება, ძალიან მნიშვნელოვანია. თან ჩვენ ვიცით, რა მძიმეა საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ ყოფნა. ეს მეტ სიმპათიას გვიჩენს მათ მიმართ, რომ დავეხმაროთ", - აღნიშნა ალასანიამ.

 

კომენტარები