ირაკლი ოქრუაშვილი

ოქრუაშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვით, ოქრუაშვილს ქრთამის აღების ბრალდებით 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ადვოკატ დავით კორკოტაშვილის თქმით, დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში გამოიტანს. 

ირაკლი ოქრუაშვილი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის აეროპორტის დანაყოფის თანამშრომლებმა დააკავეს. იგი სტამბოლი-თბილისის რეისით საქართველოში ბრუნდებოდა. საპატრულო პოლიციის აეროპორტის დანაყოფის მიერ აეროპორტში ასევე დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილის თანმხლები პირი იოსებ გიგუაშვილი. 

კომენტარები