ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ოქრუაშვილის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსანი მანქანით გადაადგილებისას დააკავეს და მასთან ერთად გურამ ჩალაგაშვილი იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებენ და ამბობენ, რომ 20:00 საათზე უწყებაში ბრიფინგია ჩანიშნული.

ოქრუაშვილის პრესსამსახურში ტაბულას ასევე უთხრეს, რომ მას სავარაუდოდ, 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

კომენტარები