ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრებაში ორი მიზანი მქონდა - მიშა მოგვეშორებინა და სახლში ჩამოვსულიყავი - ტელეკომპანია მეცხრე არხი სამოყვარულო კამერით გადაღებულ ირაკლი ოქრუაშვილის კომენტარს აქვეყნებს.
"მიშას მოშორება ნაწილობრივ მიყვანილია ფინიშამდე. იმის მიუხედავად, რომ სხვების მიერ გაკეთებულია, პატარა წვლილი ხომ მაინც შევიტანე. სახლში დაბრუნებას რამდენიმე საათი მაშორებს და მიუხედავად იმისა, სად ვიქნები, საქართველოში ხომ ვარ", - აცხადებს ოქრუაშვილი.
ოქრუაშვილი იმასაც ამბობს, რომ მისი მოთხოვნაა იყოს "იქ, სადაც ეს ნაძირალა ახალაია ჰყავთ".
"ეს ისე, იუმორით. დანარჩენი ვნახოთ. ქვეყანაში უსამართლობა ხდება, როცა სახელმწიფო მართლმსაჯულებას ვერ ახორციელებს. როცა სახელმწიფო მოვალეობას ვერ შეასრულებს, ქართველ ხალხს აქვს თავისი მაკრატელი მართლმსაჯულების საჭრელად. სჯობს, სახელმწიფომ იმუშაოს, ვიდრე მოქალაქეებმა თავად გამოიჩინონ ინიციატივები. ახალ მთავრობას აქვს დრო საკმარისი იმისთვის, რომ მათ პასუხი მოსთხოვოს, რაც გააკეთეს. მე საქართველოდან უკვე ვეღარავინ გამიყვანს", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.




