ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა

დღეს, 20 ნოემბერს, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა - ინფორმაციას ამის შესახებ ქართული პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. 
დღესვე, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია  განიხილავს ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის საქმეს. როგორც ოქრუაშვილის პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, იგი დაბრუნდა, რათა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. 
"ირაკლი ოქრუაშვილი მზადაა, საქართველოში დაბრუნებულმა, საპატიმროდან გააგრძელოს თავისი სიმართლისთვის ბრძოლა, გაასაჩივროს მის მიმართ დამდგარი უკანონო განაჩენი და სხვა ნებისმიერი ქმედება და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, რის იმედსაც აძლევს ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები", - აცხადებენ პრესსამსახურში. 
შეგახსენებთ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილს წინააღმდეგ სასამართლომ 2008 წლის 28 მარტის დაუსწრებლად გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ყოფილი თავდაცვის მინისტრი 2007 წელს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით მან საქართველოს დატოვება მოახერხა.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნებისთანავე დააკავეს და ის ამჟამად გლდანის საპყრობილეშია გადაყვანილი. 

კომენტარები