საქართველოს პარლამენტი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პოლიტპატიმრების და პოლიტიკური დევნილების სია დაამტკიცა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 180 პირი პოლიტპატიმრად, 22 კი პოლიტიკურ დევნილად გამოაცხადა. 

პოლიტიკურ პატიმართა შორის არიან სხვადასხვა მუხლით დაჭერილი ადამიანები, მათ შორის, ტერორიზმის, მკვლელობის მცდელობისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულები.  პოლიტიკურ დევნილად კი კომიტეტმა მიხეილ ქარელი, ქიბარ ხალვაში, ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ბიწაძე და სხვები გამოაცხადა. 

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებულ ჯგუფს მიეცა კიდევ დამატებით ორკვირიანი ვადა, რათა შეისწავლოს იმ პირთა საქმეებიც, რომელთა განცხადებებიც ხარვეზებით იყო წარდგენილი. 

სამუშაო ჯგუფმა ორი კვირის განმავლობაში სულ 220-ზე მეტი პირის საქმე განიხილა. კომიტეტის სხდომაზე მიღებული დადგენილების პროექტი პარლამენტს სესიაზე უახლოეს დროში წარედგინება.

კომენტარები