გენშტაბის ყოფილ უფროსს ახალი ბრალი წაუყენეს

გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გიორგი კალანდაძემ პროკურატურა დატოვა. მისი ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის განცხადებით, კალანდაძეს ახალი ბრალდება წარედგინა, რომელიც წინას მსგავსად 333-ე მუხლით არის გათვალისწინებული.

ბრალდება 2010 წლის 18 თებერვლის ეპიზოდეს ეხება, ადვოკატის განცხადებით ის „აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. საქმე ეხება 19 ამბოხებულ ჯარისკაცს, რომელსაც მიუთითეს, რატომ არ ვარჯიშობთო და უნდა ევარჯიშათ. გამოდის, რომ ეს დანაშაულად ითვლება" - ამბობს გაბაიძე.

ადვოკატის თქმით საქმეში 16 მოწმის ჩვენებაა, თუმცა მასალას ის ჯერ არ იცნობს. გიორგი კალანდაძე არც ძველ და არც ახალ ბრალდებას, რომელიც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, არ აღიარებს.

 

კომენტარები