სასჯელაღსრულების სისტემა

ბიძინა ივანიშვილი რუსთავის ციხესთან დაკავშირებულ მოვლენებში საბოტაჟის ნიშნებს ხედავს

კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა რუსთავის #16 დაწესებულებაში არსებული ვითარება შეაფასა. მან განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა ჰქონდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან სოზარ სუბართან.
„ის სწავლობს, მუშაობს ამ თემაზე და კარგად ერკვევა, რა ხდება. იქაც არის საბოტაჟის ნიშნები. არის ეჭვები, რომ ეს ვიღაცების მიერ ორგანიზებულია. უახლოეს დროში გავერკვევით ალბათ და დავალაგებთ სიტუაციას“, - განაცხადა პრემიერმა. 
შეგახსენებთ, რომ რუსთავის #16 დაწესებულებაში  30 ოქტომბრიდან დაძაბული ვითარებაა. დაწესებულებასთან ორი დღეა პატიმრების მშობლები იკრიბებიან. სოზარ სუბარი რუსთავის #16 დაწესებულებაში მიმდინარე მოვლენებს ე. წ. ავტორიტეტების ორგანიზებულს უწოდებს.

კომენტარები