მთავრობა

კანცელარიაში მთავრობის პირველი ოფიციალური სხდომა მიმდინარეობს

სახელმწიფო კანცელარიაში ახალი მთავრობის პირველი ოფიციალური სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ყველა მინისტრი ესწრება. პრემიერმა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღის წესრიგით მინისტრთა კაბინეტი პირველ საკითხად დევნილთა თემას განიხილავს. 

„პირველ საკითხად განსაზღვრულია კერძო ან სახელმწიფო ფართებში უკანონოდ მყოფთა აღრიცხვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. ეს ძალიან საინტერესო საკითხია, რომელიც დავით სერგეენკომ შემოიტანა. ვიცით, თუ როგორი პროცესები ვითარდება დღეს, დევნილთა მიერ სხვადასხვა ობიექტში შეჭრის ბევრი ფაქტი ფიქსირდება“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა. 

ივანიშვილის თქმით, ეს შემთხვევით არ ხდება და მომხდარი მოვლენები ორგანიზებულს ჰგავს. 

კომენტარები