უკრაინა

უკრაინაში უმაღლეს რადას ირჩევენ

დღეს, 28 ოქტომბერს, უკრაინაში უმაღლესი რადას არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს რვაზე დაიხურება. არჩევნები პარალელური სისტემით ტარდება: უკრაინელები 225 კანდიდატს პარტიული სიიდან აირჩევენ, ხოლო 225-ს ერთმანდატიან ოლქებში.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობას 87 პარტია იღებს, რომელთაგან პარტიული სიით მხოლოდ 21 ცდილობს გამარჯვებას. დანარჩენებმა კანდიდატები ერთმანდატიან ოლქებში წამოაყენეს. ხმის უფლება მქონე უკრაინელთა რაოდენობა 36,3 მილიონს შეადგენს.

კანონის მოთხოვნის შესაბამისად ცესკომ არჩევნების შედეგები 12 ნოემბრამდე უნდა დათვალოს და საპარლამენტო გაზეთ ”უკრაინის ხმაში” გამოაქვეყნოს.

 

კომენტარები