მთავრობა

პარლამენტი მთავრობას 25 ოქტომბერს დაამტკიცებს

მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი კენჭს ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს 12:00 საათზე დანიშნულ პლენარულ სხდომაზე უყრის.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე წარუდგინა.

უსუფაშვილის თქმით, მორიგ პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების გარდა, შესაძლოა, ახალი სახალხო დამცველის არჩევაც მოხდეს. მისი განცხადებით, გიორგი ტუღუშს, რომელიც ამჟამად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრია, სახალხო დამცველის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე არც საკუთარი აპარატის და არც პარლამენტისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.

 

კომენტარები