საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

 პარლამენტმა 15 კომიტეტის თავმჯდომარეები დაამტკიცა. დადგენილების პროექტების თანახმად, აგრარულ საკითხთა კომიტეტს გიგლა აგულაშვილი (84 ხმით ერთხმად) უხელმძღვანელებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ეკა ბესელია (91 ხმით ერთხმად) ჩაიბარებს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ზურაბ ზვიადაური (82 ხმით ერთხმად) უხელმძღვანელებს,  განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს – ივანე კიღურაძე (82 ხმით 1-ის წინააღმდეგ) გაუძღვება, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე  ზურაბ ტყემალაძე (88 ხმით 1-ის წინააღმდეგ) იქნება, სხვა კომიტეტებს უხელმძღვანელებენ –  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს – გუბაზ სანიკიძე (84 ხმით ერთხმად), ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს – ვიქტორ დოლიძე (88 ხმით ერთხმად), თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს – ირაკლი სესიაშვილი (86 ხმით ერთხმად), იურიდიულ საკითხთა კომიტეტს – ვახტანგ ხმალაძე (90 ხმით ერთხმად), რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტს – ერეკლე ტრიპოლსკი (90 ხმით ერთხმად), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს – თედო ჯაფარიძე (89 ხმით ერთხმად), საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს – ირინა იმერლიშვილი (89 ხმით ერთხმად), საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს – დავით ონოფრიშვილი (85 ხმით ერთხმად), სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს – ლერი ხაბელოვი (90 ხმით ერთხმად), ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს – დიმიტრი ხუნდაძე (87 ხმით ერთხმად). 

კომენტარები