საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ახალ საპარლამენტო უმრავლესობას მერების, გამგებლებისა და გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევა შესთავაზა.
ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მიეცეს საშუალება, ჩაერთოს ინსტიტუტების მუშაობაში.
,,როცა მე ხელისუფლებაში მოვედი, მერებსა და გამგებლებს პრეზიდენტი ნიშნავდა. მათ ახლა საკრებულოები ირჩევენ, ხოლო თბილისის მერს თბილისის მოსახლეობა. პირდაპირი არჩევის წესი სხვა ქალაქების მერებსა და გამგებლებზეც უნდა გავრცელდეს. ასევე გთავაზობთ, ავირჩიოთ ყველა გუბერნატორი. ეს გადამწყვეტი იქნება დემოკრატიის ინსტიტუტების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის საქართველოში. დეცენტრალიზაცია ჩვენი ინსტიტუტების მდგრადი ფუნქციონირების საუკეთესო საშუალებაა."- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





