საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტი და მთავრობის სამოქმედო გეგმა ოფიციალურად წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.
ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარადგენს.
შეგახსენებთ, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის სხდომა დღეს, 13:00 საათზე ქუთაისში გაიმართება. სხდომას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის.
ახალი პარლამენტის პირველი სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უმრავლესობა-უმცირესობის ფორმირება იქნება.




