დიდ ბრიტანეთში საზღვაო ფლოტის შვიდი წარმომადგენელი დააკავეს. სამხედრო მოსამსახურეეებს ბრალად ედებათ ავღანეთში სამსახურის დროს ჩადენილი მკვლელობა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დაკავებები პროვინცია ჰელმანდში გასულ წელს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განხორცილდა. BBC–ის ინფორმაციით, შემთხვევა სამხედრო მოსამსახურეების შეიარაღებულ მეამბოხეებთან შეტაკების შემდეგ მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ბრიტანელი სამხედროები აკრძალულ დროს ცეცხლის გახსნისთვის არიან დაკავებულნი. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს, უცნობია სამხედრო მოსამსახურეების ვინაობაც.
აღნიშნული შემთხვევა პირველია, როდესაც ბრიტანელ სამხედროებს ავღანეთში განხორციელებული მკვლელობის ბრალდებით აპატიმრებენ.




