პაკისტანში 14 წლის გოგონას, რომელსაც გასულ კვირას თავს მოძრაობა თალიბანის წარმომადგენლები დაესხნენ, ოპერაცია ჩაუტარდა. გოგონას თავიდან ტყვია ამოუღეს და ამ დროისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.
BBC-ის ინფორმაციით, მალალა იუსაფზაის, რომელიც პაკისტანში გოგონების უფლებების დამცველის სახელითაა ცნობილი, თალიბებმა ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც იგი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.
14 წლის გოგონაზე თავდასხმის ფაქტს პაკისტანის პრეზიდენტი და პრემიერი გამოეხმაურნენ, რომლებმაც მომხდარი დაგმეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პაკისტანში მომხდარი ინციდენტი სიმხდალისა და სისასტიკის გამოვლინებაა. მომხდარი დაგმეს გაეროს წარმომადგენლებმაც. პაკისტანის ქალაქ პეშავარში კი აღნიშნულთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა.
მამალა იუსაფზაი ყურადღების ცენტრში 2009 წელს მოექცა, როდესაც ინტერნეტში საკუთარი ბლოგის წარმოება დაიწყო, სადაც იგი პაკისტანში თალიბების ქმედებების შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ წერდა.




