პროკურატურა

კბილაშვილი: ჟვანიას და გირგვლიანის საქმეებს გამოვიძიებთ

ქართული ოცნების მთავარი პროკურორობის კანდიდატის, არჩილ კბილაშვილის თქმით, პროკურატურა გამოიძიებს საზოგადოებისთვის საინტერესო ძველ საქმეებს, რომლებიც მისი თქმით თაროზეა შემოდებული. ამის შესახებ კბილაშვილმა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ისაუბრა.

კბილაშვილის თქმით, პროკურატურა სიღრმისეულად გამოიძიებს ზურაბ ჟვანიას სიკვდილის უცნობ დეტალებს. რაც შეეხება ბუტა რობაქიძისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებს, კბილაშვილის თქმით, უნდა დადგინდეს მკვლელობაში თანამდებობის პირთა მონაწილეობა და როლი.

 

კომენტარები