მოსკოვთან მდებარე სოფელი შებანცევო რუსეთიდან დამოუკიდებლობას ითხოვს, მას შემდეგ რაც მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად სოფელში ფასიანი გზა აშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
სოფელში რეფერენდუმი ჩატარდა, რომელში მოსახლეობის 95%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა. მოსახლეობის თქმით, მათი კერძო საკუთრების უფლება დაირღვა, რის გამოც რუსეთის შემოდგენლობიდან გასვლა და ევროკავშირში შესვლა სურთ.
"რუსეთის ფედერაცია არ ითვალისწინებს ჩვენს ინტერესებს, რის გამოც გადავწვიტეთ გამოვიდეთ დომოდედოვოს ოლქიდან და ჩამოვაყალიბოთ რუსული დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც ევროკავშირში შევა," განუცხადა სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა euronews-ს.




