მთავრობის კანცელარიაში ამ წუთებში მოქმედი ხელისუფლებისა და კოალიცია ქართული ოცნების საკონსულტაციო ჯგუფების პირველი შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაში ქართული ოცნების მხრიდან მონაწილეობას იღებენ ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი, ხოლო ხელისუფლებას გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე და პავლე კუბლაშვილი წარმოადგენენ.
მხარეებს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.




