შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში, #29 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა მამაკაცმა ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელს ირინა გულბიანს ქვები ესროლა და მიიმალა. შსს-ს ცნობით, უცნობი პიროვნება კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერია.
”გულბიანს თავის არეში დაზიანებები აქვს მიღებული. მომხდართან დაკავშირებით შეტყობინება გლდანის რაიონის პოლიციაში შევიდა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით აღიძრა.” - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.




