არჩევნები

რუსთავი 2 და იმედი ეგზიტპოლის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

20 საათზე ტე­ლე­კომ­პა­ნიებმა რუს­თა­ვი 2 და იმე­დი მა­ყუ­რე­ბელს ამე­რი­კუ­ლი კვლე­ვი­თი კომ­პა­ნი­ის Edison Research-ის მი­ერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გები გა­აც­ნო.  

16:00 საათისთვის არსებული მონაცემებით  ქართული ოცნება ლიდერობს, მას გამოკითხულთა 51% უჭერს მხარს, მეორე ადგილზე  ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა 41%, მესამე ადგილს 4%-ით ქრისტიან დემოკრატიული პარტია იკავებს. ლეიბორისტულ პარტიას 1% უჭერს მხარს, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ პარტიას 3%.   გამოკითხულთა 35% უარი განაცხადა ეპასუხა კითხვაზე, თუ ვის მისცა ხმა არჩევნებზე. ეს არის ეგზიტპოლების 4 საათის შედეგი, საბოლოო შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.  

Edison Research-ი 1994 წელს და­არ­სდა, 1996 წლი­დან კი იგი აქ­ტი­უ­რად აწარ­მო­ებს კვლე­ვებს აშშ-ის წამ­ყვა­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის. კომ­პა­ნი­ის კლი­ენ­ტებს შო­რი­საა ABC, CBS, CNN, FOX, NBC და Associated Press.   

კომენტარები