გამოფენა

Reframing the 80s

თბილისის გოეთეს ინსტიტუტი და ნიუმან პოპიაშვილის გალერეა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად,  წარმოადგენენ გამოფენას Reframing the 80s - 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისის ქართული ხელოვნება.

გამოფენა,  საზოგადოებას ხელოვანთა იმ ნაწილის ნამუშევრებს გააცნობს, რომლებმაც ამ პერიოდის ძირითადი ტენდენციები შექმნეს. ეს არის  საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელი ეპოქის წარდგენის პირველი მცდელობა და პირველი შემთხვევა საქართველოში, როცა ეროვნული მუზეუმი ოცი წლის შემდეგ მთელი თაობის შემოქმედების ჯგუფურ ჩვენებას აწყობს.

გამოფენის მიზანი არ არის ამ პერიოდის ხელოვნების ამომწურავი სურათის აღდგენა.  ის არც მოვლენების  დოკუმენტირებას ცდილობს. ხელოვნების ნიმუშების საზოგადოებისთვის გაცნობით, მათ შორის კავშირების დამყარებით და მათი ისეთი თემების გარშემო გაერთიანებით როგორებიცაა - ექსპერიმენტი, ქალაქი, ისტორია, მეხსიერება, პირადი და კოლექტიური პასუხისმგებლობა, ხელოვანი, სტუდია/ლაბორატორია - კურატორი ირინა პოპიაშვილი, ისტორიისგან გათავისუფლებული ხელოვნების ნიმუშების ხელახალ შეფასებასა და ამავე დროს, შერჩეული ხელოვნების ნიმუშების ისტორიული კონტექსტის მრავალფეროვნების აღდგენას გვთავაზობს.

გამოფენა Reframing the 80s  წარმოადგენს თბილისის გოეთეს ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტის ნაწილს, რომლის პირველი მოდულის - კარლო კაჭარავას დღემდე უცნობი ნახატების გამოფენის ნახვა გოეთეს ინსტიტუტში 2012 წლის 15 დეკემბრამდეა შესაძლებელი.

Reframing the 80s: 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისის ქართული ხელოვნება.
გამოფენის ხანგრძლივობა: 25.09. – 20.11.2012

კომენტარები