ბორის ბერეზოვსკი

ბერეზოვსკიმ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დავა შეწყვიტა

რუსმა ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსკიმ, რომან აბრამოვიჩთან სასამართლო პროცესის წაგების შემდეგ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დავა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ პრესას, ბერეზოვსკის ინტერესების დამცველმა იურიდიულმა კომპანიამ Addleshaw Goddard-მა მიაწოდა.

კომპანიის ცნობით, ბორის ბერეზოვსკიმ პატარკაციშვილის მემკვიდრეებთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რის შემდეგაც მხარეებმა სასამართლოში შეტანილი ყველა სარჩელი გამოითხოვეს.

,,შეთანხმების დეტალები კონფიდენციალურია და ამ საკითხზე კომენტარები არ გაკეთდება.’’ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, პატარკაციშვილის ოჯახის წინააღმდეგ ბერეზოვსკის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა ლონდონში 2012 წლის ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო. საქმე ეხებოდა  პატარკაციშვილის ოჯახის კონტროლის ქვეშ არსებული აქტივებს, რომლის 50% ბერეზოვსკის მტკიცებით მას ეკუთვნოდა. 

კომენტარები