საქართველო-ესტონეთი

საქართველოს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

დღეს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას პაეტი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ გაავრცელა.

მისი თქმით, ეს არ არის ურმას პაეტის პირველი ვიზიტი საქართველოში.

,,გარდა ქვეყნებს შორის არსებული ძალიან მჭიდრო ურთიერთობისა იგი, პირადად, საქართველოს ძალიან კარგი მეგობარია.’’-აღნიშნა ნინო კალანდაძემ.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გრიგოლ ვაშაძესთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ნინო კალანდაძის ცნობით, საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტები ხელს მოაწერენ ,,საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს".

კომენტარები