ერაყის სასამართლომ, დევნილობაში მყოფ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ტარექ ალ ჰაშემის სასიკვდილო განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა. ერაყის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ბრალი ბრიგადის გენერლისა და ადვოკატის მკვლელობის ორგანიზებაში ედება.
სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა მიესაჯათ ასევე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მდივანსა და სიძეს.
თავად ტარექ ალ ჰაშემი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ამჟამად საუდის არაბეთს აფარებს თავს.




