ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი თავის პოლიტიკურ გუნდთან და ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს არჩევნების შედეგს, რომელსაც ჩვენი ხალხი წლებია ელის. 1 ოქტომბერი იქნება საქართველოს მოსახლეობის პასუხი დღვანდელი კრიმინალური რეჟიმისადმი. ამის შესახებ ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი კახი კალაძე ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში აცხადებს.
კახი კალაძემ აღნიშნულ ინტერვიუში მისი ანგარიშებს დაყადაღებისა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" პანიკურად ეშინია, რადგან მასში ხედავს ძალას, რომელსაც ხალხი ენდობა. მისივე თქმით, ”ნაციონალთა პრეზიდენტის მთელი ცხოვრება სავსეა შეგნებულად გატანილი ავტოგოლებით.”
”როდესაც ფეხბურთს თავი დავანებე და პოლიტიკაში მოვედი, მაშინვე ხმამაღლა ვთქვი, რომ არ მსურს, არანაირი თანამდებობა, არანაირი რეგალიები თუ ჩინ-მედლები. მე ვგრძნობ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს სიყვარულს ჩემდამი და ერთადერთი პოზიცია, სადაც ჩემს თავს ვხედავ არის ის, რომ ვიდგე იქ, სადაც ჩემი ქვეყნის მოსახლეობა დგას.” - აღნიშნა კახი კალაძემ.
ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის შესახებ საუბრისას ქართული ოცნების სიის პირველმა ნომერმა განაცხადა, რომ ის შევარდნაძის დროინდელი კადრებით არის სავსე.
”მიშა წასულია უკვე, ძალიანაც უნდა, მაგრამ კონსტიტუციას ვერ შეცვლის. ძალიანაც უნდა პუტინის გზით წასვლა და პრემიერად მოსვლა, მაგრამ ჩვენ გვყავს ისეთი პრემიერობის კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელსაც ერი ენდობა, მისი განვლილი გზა კარგად იცის საქართველოს მოსახლეობამ. 2 ოქტომბრიდან დავიწყებთ მუშა პროცესს იმ საარჩევნო პროგრამის განსახორციელებლად, რაც წინასაარჩევნოდ შევთავაზეთ საქართველოს მოსახლეობას.” - აცხადებს კახი კალაძე.





