16-23 სექტემბერს ბათუმში საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. 2012 წლის კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, ასევე 40 მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი.
საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია იქნება. მასთან ერთად საუკეთესო ფილმს სერგეი ლავრენტიევი, ნიქ ჰოლდსუორთი, გიორგი პალფი და რიხარდ ბრილსკი გამოავლენენ. კონკურსანტი ფილმების სია კი ასე გამოიყურება:
1. Almost Man, მარტინ ლუნდი, ნორვეგია.
2. Beyond the Hills, ემინ ალპერი, თურქეთი.
3. Broken, რუფუს ნორისი, დიდი ბრიტანეთი.
4. Chicken with Plums, მარჯან სატრაპი/ვინსენტ პარონო, საფრანგეთი/ბელგია/გერმანია.
5. House on Bashenky, ევა ნეიმანი, უკრაინა.
6. In Darkness, აგნესკა ჰოლანდი, პოლონეთი.
7. In the Fog by, სერგეი ლოჟნიცა, გერმანია/ჰოლანდია/ბელარუსია/რუსეთი/ლატვია.
8. Lonely Island, პიიტერ სიმი, ესტონეთი/ბელარუსია/გერმანია.
9. The Last Step, ალი მოსაფა, ირანი.
კინოფესტივალზე დასწრება აკრედიტირებული სტუმრებისთვის უფასო იქნება (ოფიციალური სტუმრები, პრესა, კინოს სექტორის წარმომადგენლები). გამომდინარე იქედან, რომ ადგილები კინოთეატრში შეზღუდულია - კინოფესტივალის ორგანიზატორები, ოფიციალური ვებ-გვერდისა და ფეისბუქ გვერდის მეშვეობით დაიწყებენ წინასწარი რეგისტრაციას და რეგისტრაციით მოხდება აბონემენტების გაცემა.