ფარმაცევტიკა

ნახევარი საუკუნით დაგვიანებული ბოდიში

გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Grunenthal Group–მა, ბოდიში მოიხადა მედიკამენტი ტალიდომიდის  გამო, რომლის შედეგადაც 60-იან წლებში დეფექტიანი ბავშვები დაიბადნენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით ტალიდომიდის შედეგად 46 ქვეყანაში 10 ათასზე მეტი დეფექტიანი ბავშვი დაიბადა.
СBCnews–ის ცნობით, ფარმაცევტულმა კომპანიამ 500 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა დაზარალებულებს. 
ტალიდომიდი ორსულებს ენიშნებოდათ და ის გაცივების სიმპტომებს მკურნალობდა. 
„ჩვენ გთხოვთ პატიებას, რომ თითქმის 50 წლის განმავლობაში ვერ ვიპოვეთ თქვენთან დასაკავშირებელი გზა. ამდენი ხანი ვდუმდით და ამის გამო ძალიან ვწუხვარ,“ - განაცხადა ჰარალდ სტოკმა კომპანია Grunenthal –ის აღმასრულებელმა დირექტორმა.  
დაზარალებულთა ნაწილი ასეთ განცხადებას „პათეტიურს“ და „შეურაცხმყოფელს“ უწოდებს.  
 

კომენტარები