ქართული ოცნება

ქართულმა ოცნებამ საარჩევნიო სიის პირველი ათეული წარმოადგინა

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშილმა, საარჩევნო ბლოკ ,,ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების’’ საარჩევნო სიის პირველი ათეული დაასახელა.

ქართული ოცნების პარტიული სიის პირველი ნომერი კახა კალაძე იქნება, მეორე  მანანა კობახიძე, მესამე - ირაკლი ალასანია, მეოთხე - დავით უსუფაშვილი, მეხუთე - გოგი თოფაძე, მეექვსე - გუბაზ სანიკიძე, მეშვიდე - ზვიად ძიძიგური, მერვე - ვანო კიღურაძე, მეცხრე - დავით საგანელიძე და მეათე - ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც ცნობილი გახდა, სიაში მეთერთმეტე ნომერი იქნება კობა დავითაშვილი. ქართული ოცნების პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე კი სიაში მეთოთხმეტე იქნება.

როგორც ბიძინა ივანიშილმა განაცხადა, სია სულ ორასკაციანია. 

კომენტარები