ტურისტული ზონები

მიხეილ სააკაშვილი საირმეში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საირმეში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. პრეზიდენტი ჩატარებული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, მოსახლეობას გაესუბრა.

სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ტურისტული ზონების განვითარებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ტურიზმის განვითარება, დამსვენებლების რიცხვის ზრდას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას გამოიწვევს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალური გვერდი იუწყება, კურორტ საირმის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე 5 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

 

კომენტარები