მართლმადიდებლური მოძრაობა ”წმიდა რუსეთის” ხელმძღვანელმა, ივან ოტრაკოვსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვში მოხალისეებისგან შევსებული მართლმადიდებლური პატრული იმოძრავებს, რომლის მიზანიც ქრისტიანულ სიწმინდეებისა და მღვდელმსახურების დაცვა იქნება. პატრულირებას, მართლმადიდებელი აქტივისტები შემდეგი დევიზის ქვეშ განახორციელებენ: ”დადექი რწმენის დასაცავად, რუსულო მიწავ!”
ოტრაკოვსკი ამბობს, რომ მოხალისე მართლმადიდებლური სამეგობროები მოსკოვის ქუჩებში პატრულირებას დაიწყებენ, ხოლო მკრეხელური ქმედების ან მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიმართ აგრესიის გამოხატვის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, დაიტოვებენ ”შესაბამისი ზომების მიღების უფლებას”.
ოტრაკოვსკის თქმით, რუსეთის დედაქალაქსი უკვე მოქმედებს შვიდი ასეთი ჯგუფი, რომელიც საღამოს საათებში პატრულირებს. 2008 წელს მსგავსი ინიციატივით რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი, დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი გამოვიდა, მაშინ მამა ვსევოლოდი ამბობდა, რომ ”მართლმადიდებლურმა სამეგობროებმა შეიძლება დაამყარონ წესრიგი თავის საცხოვრებელ ადგილას, ხოლო ამით დაამყარონ წესრიგი მთელს რუსეთში.”
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მამა ვსევოლოდს ასე გამოეხმაურა: ”ჩვენ დაინტერესებული ვართ დავეხმაროთ ნებისმიერ საზოგადოებრივ მოძრაობასა და გაერთიანებას, საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების სფეროში, რუსეთის დასახლებულ ადგილებში”





