სომხეთი

ქოჩარიანმა კვიპროსთან ახლოს კუნძული იყიდა

სომხეთის მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა კვიპროსთან ახლოს კუნძული შეიძინა – ამ ინფორმაციას  გაზეთ Жоховурд–ზე დაყრდობით სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.   
ამჟამად, კუნძულზე მდებარე ვილაში წლის სისტემა მონტაჟდება. ქოჩარიანის ოჯახის წევრები კი ზაფხულის არდადეგებს საბერძნეთში ატარებენ. 
საინფორმაციო სააგენტოებმა სცადეს ინფორმაციის გადამოწმება თავად ექს–პრესიდენტის პრესსამსახურთან. თუმცა ქოჩარიანის პრესმდივანი ტელეფონს არ პასუხობს. 

კომენტარები