ივლისს ტომ უეიტსის ვებ-გვერდზე რომ შეგეხედათ, უცნაურ პოსტს წააწყდებოდით მომღერლის ასევე უცნაური ფოტოთი. მეკობრის სამოსში გამოწყობილი მომღერალი შვიდი აგვისტოსთვის რაღაც გაურკვევლის ანონსს აკეთებდა. დღეს, როდესაც Hell Broke Luce-ისთვის (2011 წლის ალბომში Bad As Me შესული კომპოზიცია) გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოჩნდა, ყველაფერს ნათელი მოეფინა. მეთ მაჰურინის აპოკალიფტურ კლიპში უეიტსი უკვე აღარ ჩანს მეკობრესავით საომრად შემართული - ვიდეოში ის აირწინაღს ატარებს და ცდილობს თოკზე გამობმული სახლი თან წაიღოს...




