ტექნოლოგია

კორეელმა მეცნიერებმა დრეკადი ბატარეა შექმნეს

კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ლითიუმ-იონის უთხელესი ბატარეა, რომელიც დრეკადია და გაღუნვის დროს ძაბვას ინარჩუნებს. 

ბატარეაზე სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის კეონ იაე ლის გუნდი მუშაობდა.  ახლა უკვე ლის მიზანია ბატარეას გაუზარდოს მუშაობის ხანგრძლივობა იმდენად, რომ მისი მასობრივად წარმოება გახდეს შესაძლებელი.

თხელმა , დრეკადმა ბატარეამ შეიძლება შესაძლებელი გახადოს დრეკადეკრანიანი (OLED  და E Ink ტექნოლოგიებზე დაფუძნებული) მოწყობილობების წარმოება.

კომენტარები