ტექნოლოგია

ბრიტანელი მოსამართლე: Samsung-ის ტაბლეტური კომპიუტერი ”მაგარი” არ არის

Samsung-მა Apple-ის წინააღმდეგ გაერთიანებულ სამეფოში საქმე მოიგო და შესაბამისად მისი ტაბლეტური კომპიუტერების გაყიდვა ქვეყნაში ნებადართული იქნება. მოსამართლის თქმით, Samsung-ის Galaxy Tab-ი ipad-ივით მაგარი (cool) არ იყო და  ეს ორი კომპიუტერი ერთმანეთში არავის აერეოდა. Apple-ი Samsung-ს დიზაინის მოპარვაში ადანაშაულებს.

Apple-მა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. კომპანია Samsung-ს თითქმის ყველა ქვეყანაში უჩივის და მისი მობილური ტელეფონებისა და ტაბლეტური კომპიუტერების აკრძალვას ითხოვს. აშშ-ში სასამართლომ გააუქმა არსებული გადაწყვეტილება, რომელიც Samsung-ის Galaxy Nexus ტელეფონის გაყიდვას კრძალავდა, თუმცა ტაბლეტური კომპიუტერი Galaxy 10.1 კვლავ აკრძალულია. 

კომენტარები