აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც განმარტებულია უწყების მოქმედებები შპს ბურჯთან მიმართებაში.
“ელექტრონული აუქციონი შ.პ.ს „ბურჯის" ქონებაზე 2 აგვისტოს დასრულდა. გამოვლინდა გამარჯვებული, რომელმაც აღნიშნული ქონება 8 761 513.55 ლარად შეიძინა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით აუქციონზე გამარჯვებულმა თანხა 10 დღის განმავლობაში უნდა დაფაროს სრულად, რის შემდეგაც ის გახდება ქონების საბოლოოდ შემძენი, შესაბამისად შემძენს ქონება უნდა გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფართების გამოთავისუფლებასა და მათ მომზადებას ახალი მესაკუთრისათვის გადასაცემად”- ნათქვამია განცხადებაში.
აღსრულების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, აღსრულების ბიურო განცხადებაშივე აღნიშნავს, რონ შემდგომშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.




