აღსრულების ბიურო

აღსრულების ბიურომ შპს ბურჯის ქონება აუქციონზე გაიტანა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 25 ივლისს შპს ბურჯის უძრავი ქონება და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები აუქციონზე გაიტანა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

აღსრულების ბიუროს ინფორმაციით, შპს ბურჯის ქონების საერთო საბაზრო ღირებულება 10 307 663 ლარს შეადგენს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით, იძულებით საჯარო აუციონზე გატანილი ქონების საწყისი ფასი მისი საბაზრო ფასის 50%-ია. შესაბაისად, აუქციონზე შპს ბურჯის ქონების საწყისი ფასი 5 153 831,5 ლარს შეადგენს.

განაცხადი აუქციონის შესახებ განთავსებულია ვებ-გვერდზე www.eauction.ge

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოვალის მიერ დაკისრებულ თანხის გადახდის შემთხვევაში, აუქციონი წყდება და ქონებას ყადაღა ეხსნება.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო შპს ბურჯს ჯარიმის სახით 11 018, 105 ლარის გადახდა დააკისრა, მას ასევე დაეკისრა აღსრულების საფასური 771 267 ლარის ოდენობით.

 

კომენტარები