აღსრულების ბიურო

შპს ბურჯი ახალ მფლობელებზე გადასაცემად მზადდება

დილიდან, შპს ბურჯის ოფისში, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებიან. მიმდინარეობს ორგანიზაციის ქონების აღწერა, რათა იგი ახალ მფლობელს გადაეცეს.  

აღსრულების ეროვნული ბიურო შპს ბურჯის ახალი მფლობელის ვინაობას არ ასახელებს. მყიდველის ვინაობა ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც მფლობელი ქონების გადასახადს გადაიხდის. ამისთვის ახალ მფლობელს 10 დღიანი ვადა აქვს.

news.ge-სთან საუბარში შპს ბურჯის დირექტორმა ნოე ქინქლაძემ განაცხადა, რომ ქონება ორმა კომპანიამ შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ შპს ბურჯი 2 აგვისტოს აუქციონზე 8 761 513. 55 ლარად გაიყიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ  ქართული ოცნების უსასყიდლო მომსახურებისათვის კომპანია ბურჯი 11 მილიონამდე  ლარით დააჯარიმა. კომპანიამ ჯარიმა არ გადაიხადა, რის შემდეგაც მისი ქონება დაყადაღდა, მოგვიანებით კი - აუქციონზე გაიყიდა.

კომენტარები