კოფი ანანი სირიაში გაეროსა და არაბული ლიგის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებიდან გადადგა. მან გადადგომის შესახებ განცხადება გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს დღეს გაუგზავნა. განცხადება ძალაში 31 აგვისტოს შევა.
ანანმა სირიაში მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის ექვსპუნქტიანი გეგმა შექმნა, თუმცა გეგმა კონფლიქტს არცერთმა მხარემ არ შეასრულა.
ბან კი მუნმა დიდი მწუხარება გამოთქვა ანანის წასვლის გამო და განაცხადა, რომ მისი შემცვლელის საპოვნელად არაბულ ლიგასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ბან კი მუნის თქმით, გაეროს უშიშრების საბჭოში აზრთა სხვადასხვაობის გამო ნებისმიერი დიპლომატისთვის რთული იყო სირიაში კონფლიქტში ჩართულ მხარეების შეთანხმება.
რუსეთმა, რომელმაც სირიის რეზოლუციას ვეტო დაადო, მწუხარება გამოთქვა ანანის გადადგომის გამო.
სირიაში კონფლიქტი 16 თვის წინ დაიწყო და მას 15,000-20,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.




