სირიის კრიზისი

გაერომ სირიაში სამეთვალყურეო მისიას მოქმედების ვადა გაუგრძელა

20 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

მისიის მოქმედების ვადა 30 დღით გახანგრძლივდა. მისი სირიაში მუშაობის მანდატი გუშინ, რეზოლუციის მიღების დღეს, გვიან ღამით იწურებოდა.

სირიაში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. 19 ივლისს რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს გაეროს რეზოლუციის პროექტს, რომელიც დამკვირვებელთა ყოფნის ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებდა. ამასთან, სირიის ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტისა და დასახლებული პუნქტებიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზოლუციის პროექტი ბაშარ ასადის რეჟიმს არასამხედრო სანქციებით ემუქრებოდა.

 

კომენტარები